Centered Image

მუსიალას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

გერმანული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავს მედიკოსები აკვირდებიან.

მიუნხენის ბაიერნის 23 წლის ვარსკვლავი, ჯამალ მუსიალა კიდევ ერთხელ გახდა შეუძლოდ და მოედნიდან მისი გაყვანა გახდა აუცილებელი. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლაიფციგთან ამხანაგური მატჩის დროს დაკარგა გონება და მოედანზე დაეცა. თუმცა, აქედან 3 დღეში ჰადენჰაიმის წინააღმდეგ სპარინგში ისევ მოედანზე იყო და სამწუხაროდ, ისევ იგივე მოხდა.

მუსიალა თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ხუთი წუთის შემდეგ კი მოულოდნელად გონებადაკარგული დაეცა მინდორზე. საბედნიეროდ, ფეხბურთელმა მალევე წამოდგომა შეძლო და მოედანი თავისი ფეხით დატოვა. ბუნებრივია, რომ ის სასწრაფოდ შეცვალეს.

მალევე მუსიალამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრები დაამშვიდა.

“პირველ რიგში – კარგად ვარ. უპირველეს ყოვლისა, უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი ყველა შეტყობინებისა და მხარდაჭერისთვის. მესმის, რომ ბევრი თქვენგანი შეშფოთებულია. დღეს მინდა ეს შეშფოთება დავასრულო და ცოტა მეტად ავხსნა: დამისვეს დიაგნოზი, რომელიც ადვილად იკურნება და გამოწვეულია ნევროლოგიური დისფუნქციით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბოლო დროს მომხდარი მომენტები, როგორიცაა ლაიფციგის წინააღმდეგ და ახლა, ჰაიდენჰაიმთან. ვიცი, რომ ერთი შეხედვით ეს შეიძლება საშიშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ამჟამად უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამ მხრივ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას ვიღებ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბაიერნი და ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ამ გზაზე მხარში მიდგანან. მნიშვნელოვანია, რომ ამის გარდა არანაირი დამატებითი ჯანმრთელობის რისკი არ არსებობდეს. სპეციალისტებთან მჭიდრო კონსულტაციისა და რეგულარული კომუნიკაციის შედეგად, ჩემი პირადი სურვილი იყო ამ გამოწვევის წინაშე დგომა და ნევროლოგ სპეციალისტების თანხმობით გამეგრძელებინა ის, რაც ყველაზე მეტად მეხმარება გამოჯანმრთელებაში: უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება და ფეხბურთის თამაში. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ავიღე. საერთო ჯამში, ძალიან კარგი განწყობა მაქვს და სწორ გზაზე ვარ. ყველაზე მეტად რაც მეხმარება ამ გზაზე, არის გამარჯვებებისა და ტიტულების მოპოვების გაგრძელება ჩემს გუნდთან ერთად, თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერით. იმედი მაქვს, ეს დაგეხმარებათ უკეთ გამიგოთ. ამავდროულად, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ მსურს, ეს საკითხი ჩემი უახლოესი მეგობრების, კლუბისა და ექსპერტების წრეში შევინარჩუნო”, – წერს ჯამალი განცხადებაში.

ბაიერნი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 22 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩით დაიწყებს, ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს კი II ბუნდესლიგაში პირველი მატჩი უკვე ჰქონდა და 3 ქულა მოიპოვა, სადაც საბედნიეროდ გოლი ჩვენმა ფორვარდმაც გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსიალა ექიმების აქტიური დაკვირვების ქვეშაა და დიდია ალბათობა, რომ სუპერთასის მატჩის განაცხადში არც იყოს, რაც სრულიად ლოგიკურია.

იმედია, ჯამალი მალე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading