Centered Image

ნაკრების ლიდერმა ტრავმა მიიღო

“ლიონის” ქართველი უკანახაზელი მეტოქეს მძიმედ შეეჯახა. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის, “TOP 14”-ის მე-20 ტურში, „ბაიონასთან“ შეხვედრის 31-ე წუთზე დაშავდა. მაღალი ბურთისთვის ორთაბრძოლაში ნინიაშვილი მეტოქეს მძიმედ შეეჯახა, მინდორზე უკონტროლოდ დაეცა და როგორც აღმოჩნდა, ტვინის შერყევა მიიღო.

„ბორჯღალოსნების“ ფულბეკს სამედიცინო დახმარება ჯერ მოედანზე აღმოუჩინეს, მოედნიდან გაყვანის შემდეგ კი მისი საავადმყოფოში გადაყვანა აღმოჩნდა აუცილებელი.

როგორც გაირკვა, დავით ნინიაშვილმა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. გავრცელებული ინფორმაცით, ქართველი მორაგბე ამჟამად თავს კარგად გრძნობს, კლინიკიდან უკვე გაწერეს და გუნდთან ერთად ლიონში ბრუნდება. ნინიაშვილს საფრანგეთში არსებული ჯანმრთელობის პროტოკოლის მიხედვით, მინიმუმ 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ნინიაშვილის გარეშე დარჩენილი “ლიონი” “ბაიონასთან” 28:14 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა. “ლიონი” ამჟამად საპლეიოფო, მე-6 პოზიციაზე რჩება, მაგრამ ასევე 44 ქულის მქონე “კასტრი” გამარჯვების შემთხვევაში ნინიაშვილის გუნდს გადაუსწრებს. მათ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლუკა ჯაფარიძის “მონპელიე”, 2 ქულით კი ბექა გორგაძის “პო”.

საფრანგეთის “TOP 14”-ის დასრულებამდე ჯერ 6 ტურია დარჩენილი. იმედია, ნინიაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება და ის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურებში “ლიონს” დაეხმარება.

წარმატებები დავით ნინიაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading