Centered Image

ნიდერლანდების ნაკრებმა ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

“ტოტენჰემის” უიღბლობასაც ბოლო არ უჩანს.

პრემიერ ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “ტოტენჰემმა” “ვულვზი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, თუმცა ეს მოგება მასაც და ნიდერლანდების ნაკრებსაც ძვირად დაუჯდა.

63-ე წუთზე, უგო ბუენოსთან კონტაქტის შემდეგ, ჩავი სიმონსი შესაცვლელი გახდა, დღეს კი დეტალური კვლევის შედეგები მოვიდა.

23 წლის ნიდერლანდელს, ჯვარედინა მყესების გაწყვეტა დაუდასტურდა:

“უეცრად სეზონი დამისრულდა. ის ყველაფერი, რისთვისაც მთელი წელი ამდენი ვიშრომე უცებ წყალში გადაიყარა.

ამ წუთისთვის, ერთადერთი შეგრძნება, რომელიც დამეუფლა არის ის, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა. ერთადერთი რაც მინდოდა, არის გუნდისთვის პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში დახმარება. თუმცა ეს შესაძლებლობა წამერთვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შანსთან ერთად. არ ვიცი სხვა რა ვთქვა.” განაცხადა ნახევარმცველმა.

ექსპერტების აზრით, სიმონს, მწყობრში ჩასადგომად ერთ წლამდე პერიოდი დასჭირდება. აღსანშნავია, რომ ახალაგაზრდა ფეხბურთელისთვის, ეს მხოლოდ მეორე სერიოზული ტრავმაა.

სიმონსის გარდა, “დეზებს”, სეზონის დასვკნით შეხვედრებში ვერ დაეხმარებიან სხვა ლიდერებიც – დეიან კულუშევსკი, გილიელმო ვიკარიო, კრისტიან რომერო და მუჰამედ კუდუსი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading