რეკორდამდე სულ ცოტა დარჩა.
ნბა-ს მორიგ ტურში, “დენვერმა” “ნიუ-ორლეანს” ზედიზედ მეორედ მოუგო. ამჯერად უფრო დამაჯერებლად – 104:91. თავისთავად, ამ ფაქტში განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ნიკოლა იოკიჩის კიდევ ერთი, მეორასე ტრიპლ-დაბლი.
სერბმა, მთლიანობაში საკმაოდ მოკრძალებულ შეხვედრაში, დააგროვა 21 ქულა, 13 მოხსნა და 10 ასისტი, თუმცა დაუშვა 7 შეცდომაც. თამაშიდან, ნიკოლამ 13-ში 8 სროლის გამოყენება შეძლო.
ამ მრგვალი მაჩვენებლის მისაღწევად, ცენტრს დასჭირდა მხოლოდ 814 შეხვედრა, მაშინ, როდესაც ერთადერთს, ვისაც ამ ნიშნულისთვის მიღწეული აქვს, რასელ უესტბრუკს, 200 სამმაგი დუბლის შესასრულებლად მოუხდა ლიგაში 1175 მატჩის ჩატარება.
საერთოდაც, რეგულარული სეზონების რეკორდი ტრიპლ-დაბლების მიხედვით, ეკუთვნის სწორედ რასს. მის აქტივშია 209 სამმაგი, ნიკოლას კი რეკორდის გასაუმჯობესებლად კიდევ ათი სჭირდება.
რაც შეეხება ჯამურ ტრიპლ-დაბლებს (რეგულარული+პლეი-ოფები), ამ მხრივ, სერბმა, უკანახაზელს უკვე გადაასწრო. რასელის აქტივში 221 ტრიპლია, ხოლო იოკიჩმა 223 შეასრულა. ამ მაჩვენებლით, ნიკოლა ყველა დროის რეკორდსმენია.










