აიაქსიდან წამოსული ფეხბურთელი ბარსას იდეოლოგიის ხალხს ხშირად უხდებიან.
პარიზ სენ-ჟერმენი ახალი ხმაურიანი ტრანსფერისკენ მიიწევს. გავლენიანი წყაროები იუწყებიან, რომ პარიზელები ამსტერდამის აიაქსის პერსპექტიულ ბელგიელ გარემარბს, მიკა გოდს შეიძენენ. გუნდმა პირადად ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და არც გოდსია ტრანსფერის წინააღმდეგი.
აიაქსი ბელგიელს 60 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ პარიზელთა შეთავაზება დაახლოებით 45 მილიონი ევროს ფარგლებშია და როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები დადებითი ტემპით მიმდინარეობს.
მიკა გოდსი ზუსტად იმეორებს ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო სტილს. მარცხენა ვინგერი, რომელიც ცდილობს ბურთი ცენტრისკენ სასურველ მარჯვენაზე წაიღოს და იქედან ან თვითონ გაიტანოს, ამ თანაგუნდელს გაატანინოს. სათამაშო სტილიდან და ეროვნებიდან გამომდინარე მას ედენ აზარს ადარებენ, რადგანაც თამაში 10-იანის პოზიციაზეც კარგად შეუძლია.
გასული სეზონი გოდსისთვის გარდამტეხი გამოდგა, როცა 34 მატჩში 17 გოლი შეაგდო და 13 ასისტი გააკეთა.

გოდსის ტრანსფერი ბუნებრივია, რადგანაც პსჟ-დან უდიდესი ალბათობით წავა ბრედლი ბარკოლა, გუნდს კი სჭირდება კვალიფიციური ფლანგები, რომელიც შემტევებს შეცვლის და შეტევაში კონკურენციას შექმნის.











