Centered Image

პეპი ახალ ამპლუაში?

მოლაპარაკებებში მალდინი და ლეონარდო ჩაერთვნენ.

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ახალი ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის დანიშვნას არ ჩქარობს და მზადაა სხვადასხვა ვარიანტი განიხილოს.

ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს ინფრომაციით, იტალიის საფეხბურთო ფედერაციის ახალმა ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, ასევე მრჩეველმა, ლეონარდომ, უკვე ჩაატარეს პეპ გვარდიოლასთან რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა, სადაც, ინსაიდერის ინფორმაციით, სწორედ ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე იყო საუბარი.

აქამდე, “სკუადრა აძურას” დამრიგებლის როლში მთავარ ფავირიტებად იტალიური პრესა კონტეს, მანჩინის და პირლოს განიხილავდა, ახლა კი მათ კატულუნიელი სპეციალისტიც დაემატა.

“სკაი იტალია” ასევე ადასტურებს ფედერაციის გვარდიოლასადმი ინტერესს, თუმცა მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პერსპექტივას სკეპტიკურად, პეპის ფინანსური მოთხოვნებიდან,ასევე დიდ ფეხბურთში დაბრუნების სურვილიდან და სანაკრებო გამოცდილების არქონიდან გამომდინარე აფასებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading