Centered Image

პერესი: “სამწუხარო ამბავი უნდა შეგატყობინოთ”

“სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გაისაუბრა და ჟოზე მოურინიოს დანიშვნაზეც კომენტარი გააკეთა:

“პირველ რიგში აქ იმისთვის ვარ, რომ სამწუხარო ამბავი შეგატყობინოთ – გადადგომას არ ვაპირებ. სამაგიეროდ, დავნიშნავ რიგგარეშე არჩევნებს და დიდი სიამოვნებით მოვისმენ იმ სკეპტიკოსების აზრებს, რომლებიც გუნდის სიყვარულში იფიცებიან, მაშინ, როდესაც საქმეზე მას მხოლოდ ძირს უთხრიან.

ერთ რამეს ვკითხავ ასეთ ადამიანებს – რა გაგიკეთებიათ გუნდისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში? ყველამ ვიცით, რომ არაფერი.

რაც შეეხება ჟოზეს დაბრუნებაზე შეკითხვას. ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს პროცესი არ არის ჟურნალისტებთან სასაუბრო სტადიაზე. არც მეგონა, თუ ამას მკითხავდით. როგორც ყოველითვის, გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, იქნება გუნდისთვის საუკეთესო.” განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

79 წლის ფუნქციონერს, მადრიდული გრანდის პრეზიდენტობა 2029 წლამდე უწევდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ახალი არჩევნები და ვინ იქნება პერესის მთავარი კონკურენტი. წინასწარი ინფორმაციით, ესპანური მედია ასეთად 37 წლის ალეკანტელ ბიზნესმენს, ენრიკე რიკელმეს ასახელებს.

რაც შეეხება მოურინიოს გუნდში დანიშვნას, ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ინსაიდერმა საშა ტავოლიერიმ გუშინ გაავრცელა, თუმცა დანიშვნის ფაქტი, ჯერ არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading