Centered Image

ჟორჟი გააძვირეს

საბაზრო ეკონომიკის კანონებმა ჩვენი ნაკრების ფორვარდზეც იმოქმედა.

ბარსელონაში გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. ცნობილია, რომ კატალონიური გრანდი თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ერთ-ერთ ვარიანტად ვილიარეალის 25 წლის ქართველ თავდამსხმელს განიხილავს. მის გადაყვანას ყველაზე მეტად გუნდის მენეჯერი, დეკუ კურირებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი ამ იდეით მოხიბლული არ არის.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ჯერ კიდევ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, როგორც ირკვევა, “ყვითელ წყალქვეშა ნავს” შარშან ლიონიდან 30 მილიონ ევროდ ნაყიდი მიქაუტაძის გაშვება არ სურს და თავს იმით იზღვევს, რომ პირგასამტეხლო თანხას 60-იდან 75 მილიონ ევრომდე ზრდის. 15 მილიონიანი ზრდა დროის ასეთ მოკლე პერიოდში მართლაც უპრეცედენტოთ დიდი ამბავია ლა ლიგისთვის.

“შარშან ზაფხულს ოლიმპიკ ლიონისგან 30 მილიონ ევროდ შეძენილი ქართველი ფეხბურთელი ამჟამად 60 მილიონი ღირს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა, არა ისეთი, რომ ძლიერი კლუბი დააბრკოლოს. სატრანსფერო ფანრჯის ბოლო ათ დღეში კი ფასი 75 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

15 მილიონის დამატება სწორედ მოთამაშის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, უკიდურს შემთხვევაში კი, ვილიარეალისთვის უფრო მომგებიანი პირობის შესაქმნელად.

რეალობა ისეთია, რომ ვილიარეალს თავის ისეთ ლიდერებზე, როგორებიც მიქაუტაძე ან პაპ გეიე არიან, აქამდე არ მიუღია წინადადებები. ამის მიუხედავად, “ყვითელი წყალქვეშა ნავის” სპორტული ხელმძღვანელობა ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაციისთვის ემზადება და აცნობიერებს, რომ წინ სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე რთული პერიოდია. შეგახსენებთ, რომ შარშან ერემი პინო კრისტალ პალასში სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გაიყიდა, მიღებული თანხა კი ფანჯრის ბოლო დღეს მიქაუტაძის შეძენას მოხმარდა”, – წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა “MARCA”.

გიორგი მიქაუტაძემ 2025/26 წლების სეზონში ვილიარეალის მაისურით ყველა ტურნირის 42 შეხვედრაში ითამაშა და 15 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოირჩა, მათ შორის გაუტანა იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე. ამ მაჩვენებლებით ის კლუბის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელიც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეზღუდული დროითაც თამაშობდა.

“ყვითელი წყალქვეშა ნავი” ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს – ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად გიორგი გულიაშვილის რასინგ სანტანდერს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, ამ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელების დაპირისპირება არ შედგება, რადგანაც მასპინძელთა ფორვარდს ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია.

წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading