Centered Image

ჟორჟი და პრემიერ ლიგა ისევ აქტუალურია

შეძლებული ჩრდილოელებისთვის მიქაუტაძე გაფართოებულ სიაშია.

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ვილიარეალის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ნიუკასლ იუნაიტედის ინტერესთა სფეროში მოექცა. მართალია, ჯერ კლუბებს შორის არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა, მაგრამ ენტონი გორდონის წასვლის შემდეგ გიორგი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთა დამატებაც “კაჭკაჭებს” სწადიათ.

საწყის მოცემულობაში, ნიუკასლი ვილიარეალისთვის დაახლოებით 55 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, მაგრამ ვილიარეალმა მიქაუტაძის ფასი 75 მილიონამდე აიყვანა და საეჭვოა, რომ 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ ქართველს შეელიოს. შესაბამისად, თუ ნიუკასლს გიორგის დამატება უნდა, უფრო მსუყე შეთავაზების გაკეთება მოუწევს, რაც ნამდვილად შეუძლიათ – ნიუკასლის მფლობელები პრემიერ ლიგის სხვა მფლობელებთან შედარებით ბევრად უფრო შეძლებულები არიან.

გიორგიმ სეზონი კარგად დაიწყო და პირველივე ტურის მატჩში, სანტანდერის რასინგთან საგოლე გადაცემითა და მაღალი შეფასებით გამოირჩა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვილიარეალი ქართველის შენარჩუნებას მაქსიმალურად ეცდება. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის მიწურულს ესპანელები მიქაუტაძეს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ, რათა ბევრად კარგი მსურველების პირობებში გიორგის კლუბის დატოვება თავად არ მოუნდეს.

გასულ სეზონში ვილიარეალმა მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონს დაახლოებით 31 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც მათი კლუბის რეკორდია. საბედნიეროდ, გიომ ავანსები სრულად გაამართლა 15 გოლითა და 6 პასით, ამ სეზონში უკვე ერთ-ერთ უმთავრეს ძალად მოიაზრება და ვილიარეალში მისი იმედი აქვთ.

წარმატებები გიორგი “ჟორჟ” მიქაუტაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading