Centered Image

ჟორჟი ელიტარულ დონეზე გადის

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გავარდნილ ,,მეცს” დატოვებდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით. საბედნიეროდ, გიორგი კარიერას თავისთვის ნაცნობ, საფრანგეთის ,,ლიგა 1-ში”, ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ ,,მონაკოში” გააგრძელებს. თან ისეთ გუნდში, რომელიც გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აღნიშნულს, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გვაუწყებს.

მას შემდეგ, რაც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ,,მონაკოს” ვისამ ბენ იედერი დატოვებს, მის შემცვლელად სწორედ ქართველი ცხრიანი განიხილება. მიქაუტაძეც ბენ იედერის მსგავსად, შედარებით ტანმორჩილი, მაგრამ ძალიან ტექნიკური, სხარტი და გოლზე დაგეშილი ფორვარდია.

მონაკოს გიორგის გადაბირება 20 მილიონი ევრო და პლიუს ბონუსები დაუჯდება. იმედია, ქართველი ფორვარდი თავისთვის პირველ გოლს ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანს და უკეთეს გუნდში, საფრანგეთში ბორმარდირობის კარგი შანსიც ექნება.

სიმბოლურია, რომ ,,ლიგა 1-ის” პირველ ტურში, ,,მონაკო” ახალდაწინაურებულ ,,სენტ ეტიენს” დაუპირისპირდება, სადაც ამჟამად ზურიკო დავითაშვილი გადაბარგდა. ამიტომაც, ქართველი გულშემატკივრისთვის საფრანგეთის ჩემპიონატი, პირველივე ტურიდან ძალიან საინტერესო იქნება.

წარმატებები ახალ გუნდში ჟორჟ მიქაუტაძეს! იმედია, იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს, ახალ გუნდში ისევ დამაჯერებლად განაგრძობს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading