Centered Image

რადიკალური ცვლილებები “აძურიში”

იტალიელებმა საქმე ისეთ კაცს ჩააბარეს, ვინც იტალიური “საქმეები” და ფეხბურთი ჩემპიონურ დონეზე იცის.

როგორც იქნა, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, პაოლო მალდინი იტალიის ეროვნული ნაკრების ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა.
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ახალი პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს შეთავაზება მიიღო. როგორც ირკვევა, პაოლო მალდინის მრჩეველის პოზიციას ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლეონარდო დაიკავებს. მათ წლების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა მილანში ჰქონდათ ჯერ როგორც თანაგუნდელებს, მერე კი როგორც უკვე მწვრთნელსა და მენეჯერს.

პაოლო მალდინი არა მხოლოდ ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას, არამედ მთლიანად “სკუადრა აძურას“ სისტემის მართვასა და განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. როგორც ცნობილია, მისი ფავორიტი ახალი მწვრთნელის პოზიციაზე გამოცდილი კადრი, ანტონიო კონტეა.

ვნახოთ “აძურის” საქმე როგორ წავა – მალდინი ჩემპიონი კაცია და საქმე რომ იცის, ეს მილანში მუშაობის დროსაც დაამტკიცა!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading