ბრაზილიის საფეხბურთო ბანაკში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ გულშემატკივრებს ახარა, რომ რაფინია, რომელსაც ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა, შესაძლოა, გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მომავალ მატჩში დაეხმაროს.
ბრაზილიის ეროვნული გუნდი მუნდიალის 1/8-ფინალურ დაპირისპირებას 5/6 ივლისს, ნორვეგიასთან ჩაატარებს.
ბარსელონას 29 წლის გარემარბი ჯგუფურ ეტაპის მეორე ტურში, ჰაიტის ნაკრებთან შეხვედრაში (3:0) დაშავდა, რის გამოც ანჩელოტიმ შესვენებამდე შეცვალა. რაფინიამ მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო შოტლანდიასა და იაპონიასთან შეხვედრები გამოტოვა. უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელმა ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა.

“რაფინიას ძალიან კარგი პროგრესი აქვს. ის 100%-ით მზად ჯერ არ არის, თუმცა შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე იყოს და რამდენიმე წუთით ითამაშოს. ის საკმაოდ კარგად და სწრაფად მომჯობინდა და ეს ძალიან გვახარებს, რადგან რაფინია გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა”, – თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ბრაზილიისა და ნორვეგიის წყვილში გამარჯვებული მუნდიალის ¼-ფინალში მექსიკა-ინგლისის დაპირისპირებაში საუკეთესოს შეხვდება.











