Centered Image

რეალმა პორტუგალიელი ვარსკვლავი დაიბევა

ჟოზეს დარწმუნების უნარმა და “სამეფო კლუბში” თამაშის პერსპექტივამ სილვას უფრო დიდ ანაზღაურებაზე ათქმევინა უარი.

პორტუგალიელი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოცდილმა ნახევარმცველმა საბოლოო არჩევანი მადრიდული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მის გადაბირებას აქტიურად ცდილობდნენ ბარსელონა და ატლეტიკო მადრიდი.

გავრცელებული ცნობებით, ატლეტიკო მადრიდი ფეხბურთელს უფრო მაღალ ხელფასსაც სთავაზობდა, თუმცა მოცემული პირობებით ბერნარდუს კარიერის გაგრძელება მხოლოდ სამეფო კლუბში სურდა.

31 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერ სიტი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მის მიმართ ინტერესი კი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოხატა. საქმეში იუვენტუსი და ბენფიკაც იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, თავად ბერნარდუ სილვასთვის ბარსელონა წლების განმავლობაში სასურველ მიმართულებად რჩებოდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ ბერნარდუ კარიერას ბარსელონაში გააგრძელებდა, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, სწორედ ჟოზე მოურინიომ დაარწმუნა ბერნარდუ მის საჭიროებაში და პორტუგალიელმაც არჩევანი “სამეფო კლუბის” სასარგებლოდ გააკეთა.

ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ რეალ მადრიდმა დენზელ დუმფრისისა და იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერები უკვე დახურა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading