Centered Image

როგორ უნდა გამოიმუშავო უფასო 66 მილიონი დოლარი

“დეტროიტმა” მონტი უილიამსი დაითხოვა.

მონტი უილიამსმა უცნაური გზა განვლო – ჯერ გახდა NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი (78.5 მილიონი დოლარი სუფთა ფული ექვს წელიწადზე), შემდეგ გუნდთან ერთად გამოაცხო წაგებების ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი სერია – 28 მატჩი ზედიზედ, ბოლოს კი ერთი სეზონის შემდეგ სამსახური დატოვა, ნუგეშად კი დარჩენილი ხუთი წლისთვის კუთვნილი საკომპენსაციო 66 მილიონი მიიღო. ანუ გამოვიდა, რომ ერთ სეზონში, რომელიც მონტიმ 14-68 ბალანსით დაასრულა, მან აიღო 78.5 მილიონი დოლარი.

იმის შემდეგ, რაც “დეტროიტმა” გენერალური მენეჯერი, ტროი უივერი დაითხოვა, მის ადგილზე კი ევროპული კალათურთის ლეგენდა – ტრაჯან ლენგდონი დაინიშნა, ამ უკანასკნელთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ გუნდი მზად იყო ასეთ მატერიალურ ზარალზე წასასვლელად.

“პისტონზის” ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ფავორიტებად ჯეიმს ბორეგო და ჯეი ჯეი რედიკი ითვლებიან, რომლებიც ასევე “ლეიკერსის” თავკაცობის კანდიდატებიც არიან.

66 მილიონი დოლარი, სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი საკომპენსაციო თანხაა, რაც მწვრთნელისთვის ოდესმე გადაუხდიათ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading