Centered Image

როდრის მოულოდნელი არჩევანი

ინსაიდების აბსოლუტური უმრავლესობა არ გამართლდა – როდრიმ არჩევანი “ბარსელონაზე” შეაჩერა.

“მარკადან” დაწყებული, “As”-ით გაგრძელებული და “დიარიოთი” დასრულებული, თითქმის ყველა წამყვანი ესპანური მედიასაშუალება როდრის “რეალში” გადასვლას ადასტურებდა, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი სხვაგარად მოხდა.

The Athletic-ი საამისოდ რამდენიმე ახსნას პოულობს. პირველი მიზეზი ისაა, რომ პერესს, როგორც აღმოჩნდა, როდრიზე მეტად ენცო ფერნანდესის ტრანსფერი სურდა, თუმცა არგენტინელის გადმობირება “ჩელსისთან” წარუმატებელი მოლაპარაკებების და ჭორების მიხედვით, მბაპეს სურვილის გამოც, ვერ მოხეხრდა.

შედეგად, პერესმა იყოყმანა არაერთხელ ტრავმირებულ ნახევამრცველში 50 მილიონზე მეტის გადახდა იმის იმედად, რომ ტრანსფერი გარდაუვალი იყო, რითიც დეკუ-ლაპორტას დუეტმა ისარგებლა და “სიტის” 60 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მანჩესტერული გუნდისთვის საკმარისი თანხა აღმოჩნდა.

მიიღო ახალი გუნდის ვარიანტი როდრიმაც.

იმავე მიზეზს ასახელებს “მუნდო დეპორტივოც”. როდრის, რომელსაც ოთხწლიანი კონტრაქტის პირობები “სამეფო კლუბთან” შეთანხმებული ჰქონდა, მობეზრდა იმის ლოდინი, თუ როდის გააუმჯობესებდა პერესი წინადადებას და “ბარსელონას” შემოთავაზება მიიღო.

შეგახსენებთ, საქმეში “პსჟ-ც” ჩართული იყო, რასაც “ეკიპი” ალ-ჰელაიფის მხრიდან “რეალისთვის” შურისძიების სურვილად უფრო აღიქვამდა, ვიდრე რეალურ დაინტერესებად. თანაც, თავად ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება სურდა.

საბოლოოდ სამივე მხარე ტრანსფერზე, რომელიც აქამდე, “რეალის” ყოყმანის გამო, თვეების განმავლობაში გაიწელა, სწრაფადვე მოგვარდა.

COPE-ის ინფრომაციით, როდრის ხელფასი ახალ გუნდში იგივე იქნება, რასაც მას “რეალი” სთავაზობდა – 30 მილიონი ევრო სეზონში დაბეგვრის გარეშე.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading