Centered Image

როდრის “რეალსში” ტრანსფერს კიდევ ერთი საფრთხე გამოუჩნდა

ოქროს ბურთის ექს-მფლობელისთვის, შემადგენლობაში ადგილი არაა.

როგორც ირკვევა, იმისათვის, რომ მადრიდულმა გუნდმა ახალი ტრანსფერები დაარეგისტრიროს, ძირითადი შემადგენლობის მინიმუმ ორი ფეხბურთელი უნდა იქნას გასხვისებული. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ბოლოდროინდელი პრობლემებისგან განსხვავებით, საუბარია არა ფინანსებზე, არამედ უბრალოდ ადგილზე შემადგენლობაში.

“რეალში” იმედოვნებენ, რომ გუნდი სამი ფეხბურთელის გაყიდვას ან იჯარით გაცემას შეძლებს, თუმცა სამივე სიტუაციასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. გონსალო გარსია “ფულემის” ინტერესთა სფეროში შედის, მაგრამ მადრიდელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტით გაყიდვა ურჩევნიათ, რასაც ლონდონური კლუბი არ თანხმდება.

მეორე ფეხბურთელი ასენსიოა, რომელსაც პირადად მოურინიომ აუხსნა, რომ შემადგენლობაში, მისთვის ადგილი არ იქნება. ამის მიუხედავად, მცველი არ აპირებს წასვლას და სხვა რომელიმე გკლუბთან კონტრაქტზე ხელის მოწერას, თუნდაც მას ძირითად გუნდში ადგილი არ მოეძებნოს.

მესამე მოთამაშე მასტანტუონოა. არგენტინელი თანახმაა იჯარის წესით ერთი სეზონი სხვაგან გაატაროს, თუმცა ურჩევნია, რომ ეს გუნდი ისევ “რივერ პლეიტი” იყოს, “რეალში” კი მიიჩნევენ, რომ პროგრესისთვის, მარჯვენა ფლანგელი შემტევისთვის ევროპული გუნდი იქნებოდა უმჯობესი.

ჯერ-ჯერობით, ამ სამი ფეხბურთელიდან, ვერცერთის გასხვისება “რეალმა” ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში, ამ ეტაპზე, არ არის ადგილი დიომანდეს დასარაგისტრირებლადაც, ხოლო რაც შეეხება როდრის, “მანჩესტერ სიტი” და “რეალი”, As-ის ინფორმაციით 50 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, თუმცა ტრანსფერი, ასევე ჯერ-ჯერობით ვერ ფორმდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading