Centered Image

სალაჰი ჩვენს მეზობლად გადმობარგდა

ეგვიპტელი ლეგენდა სტამბულის ძველ უბანში დაბინავდება.

ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი, მოჰამედ სალაჰი დიდი ალბათობით კარიერას თურქეთში, კერძოდ კი ბეშიქთაშში გააგრძელებს. 34 წლის შემტევი ამჟამად უგუნდოდაა და სულ მალე კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს.

გავცელებული ინფორმაციით, სალაჰი წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს, პლუს 2 მილიონი ევრო ბონუსების სახით. დიდი ალბათობით, სალაჰი ბეშიქთაშთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს მეორე წლით გახანგრძლივების ოფციით.

ბეშიქთაშმა თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. იმის გამო, რომ უმთავრეს თანაქალაქელ კონკურენტებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს, ბეშიქთაშმა სალაჰის გარდა უკვე ოფიციალურად გაიფორმა არსენალის ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი და როგორც აცხადებენ, ეს უკანასკნელი ტრანსფერი არ იქნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading