Centered Image

სამურაი “პსჟ-ს” კარებში?

პარიზელები კიპერის ძიებაში.

La Gazzetta dello Sport-ის ინფრომაციით, იაპონიის ნაკრების მეკარე, ზაიონ სუძუკი, კვარას გუნდის ინტერესთა სფეროში მოხვდა. მეტიც, მხარეებს შორის პირველი მოლაპარაკებებიც შედგა.

ადასტურებს ამ ინფორმაციას Sky Sport-იც. ბრიტანული გამოცემის ინფრომაციით, შევალიეს გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, რადგან ლუის ენრიკე, არ აპირებს ლუკასთვის დროის გაზრდას, ხოლო 24 წლის ფრანგი, ასევე არ გეგმავს ზედიზედ მეორე სეზონის სათადარიგო სკამზე გატარებას.

აქამდე, რიგმა იტალიურმა სპორტულმა მედიასაშუელებებმა შევალიეს გვარი “იუვენტუსს” დაუკავშირეს.

რაც შეეხება სუძუკის, Sky Sport-ის ცნობით, “პარმა”, თავის კიპერს, 35 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებს, რაც პარიზელებისთვის, მისაღები თანხაა.

ამერიკაში დაბადებული განელ-იაპონელი, სერია ა-ს გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ბევრი ექსპერტისგან იქნა აღიარებული, ხოლო ლამენსის შეძენამდე, სუძუკის კანდიდატურას “მანჩესტერ იუნაიტედიც” განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის აზიელის მსურველბს შორის იგივე “იუვენტუსიც” ფიგურირებს.

იაპონელის ტრანსფერის შემთხვევაში, გაუგებარია, გახდება თუ არა სუძუკი “პსჟ-ს” ძირითადი კიპერი, თუ ამ როლს საფონოვი შეინარჩუნებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading