მხიარულება სამხრეთ ამერიკულად.
As-ის ინფორმაციით, კოპა სუდამერიკანას მერვედფინალური დაპირისპირების წინ, რომელიც ბოლივიაში, ადგილობრივ “ბოლივარს” და “სან-პაოლოს” შორის გაიმართა, საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლივიურმა პოლიციამ, ბრაზილიელების ავტობუსში 86 კილოგრამის ოდენობის მარიხუანა აღმოაჩინა.
გამოცემის ინფორმაციით, “სან-პაულუ” ჩაფრინდა სანტა-კრუზში, საიდანაც უკვე ლა-პასისკენ მიემართებოდა, სადაც უნდა გამართულიყო კიდეც მატჩი.
გუნდმა ავტობუსი კომპანია Buses Cosmos-ისგან დაიქირავა. კოჩაბამბას მიდამოებში გაჩერების შემდეგ, ხანგრძლივი ოპერაციის და ჩხრეკის შედეგად, ავტობუსიდან დიდი ოდენობით მარიხუანა იქნა ამოღებული.

სამართალდამცავების განცხადებით, არც კლუბს და არც ფეხბურთელებს, აკრძალული ნივთიერების გატანაში ბრალი არ ედებათ. მთელი დანაშაული ეკისრება კომპანია Buses Cosmos-ს.
საბოლოოდ, შეხვედრა ჩანიშნულ დროს გაიმართა და 1:1 დასრულდა. ეს მატჩი მერვედფინალური სტადიის პირველი დაპირისპირება იყო.











