Centered Image

“სევილიას” შემტევს, 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რაფა მირმა სასამართლო წააგო.

Cadena SER-ის ინფრომაციით, “სევილიას” კუთვნილებაში მყოფ შემტევს, რომელმაც ბოლო სეზონები იჯარის წესით, “ვალენსიასა” და “ელჩეში” გაატარა, 8.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მირს, ორი ქალბატონის – 21 წლის ანდრეას და 25 წლის კარლას გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. შემთხვევა 2024 წელს მოხდა, როდესაც მირმა გოგოები ღამის კლუბში გაიცნო, რის შემდეგაც ისინი, მირის სახლში, საკუთარი ნებით ავიდნენ.

28 წლის ფეხბურთელს, გარდა 8.5 წლიანი პატიმრობისა, დაევალება თითოეული დაზარალებულისთვის 64 000 ევროს გადახდაც.

თავად ფეხბურთელი, სარჩელს უსამართლოდ სცნობს, თუმცა აპელაციის შეტანას მაინც გეგმავს. მის ჩვენებაში დეტალურადაა აღწერილი მთელი ღამე, მათ შორის ის, თუ როგორ ჰქონდა მას კავშირი ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე გოგოსთან, რის გამოც ჯერ მათ ერთმანეთთან იჩხუბეს, შემდეგ კი მირის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading