ტუნისის ნაკრებმა, მწვრთნელი, პირველივე მატჩის შემდეგ დაითხოვა.
სკაი სპორტსის ცნობით, რომელიც Jawhara-ს ინფომრაციას ეყრდნობა, საბრი ლამუშიმ თანამდებობა დატოვა. ტუნისის საფებხურთო ფედერაციამ, ეს გადაწყვეტილება, შვედეთის ნაკრებთან 1:5 წაგებული მატჩის შემდეგ მიიღო.
ფრანგი სპეციალისტი, ნაკრებს, 2026 წლის იანვრიდან ედგა სათავეში.
Jawhara-ს ინფორმაციით, მუნდიალის ბოლომდე, მთავარი მწვრთნელის როლს ნაკრების ტექნიკური დირქტორი, მონდერ კებაიერი შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ტუნისის ნაკრების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გუნდიდან მწვრთნელს პირდაპირ მუნდიალის მიმდინარეობისას აგდებენ. აქამდე, მსგავსი ისტორია, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განვითარდა, რომდესაც ჰენრიკ კასპერჩაკი, დაკავებული თანამდებობიდან ორი მატჩის შემდეგ (ინგლისთან 0:2 და კოლუმბიასთან 0:1) გაათავისუფლეს.
აღინიშნება, რომ გამანადგურებელი მარცხის გარდა, ლამუშის გაგდების ერთ-ერთ მიზეზად, მისი შვილი სახელდება, რომელიც თამაშის შემდეგ, ერთ-ერთ გულშემატკივარს ეჩხუბა.










