ისევ რეალი ოპონენტად.
ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, თორნიკე შენგელიას დუბაი რეალ მადრიდს შეხვდა და 95:98 დამარცხდა.
დუბაიში გადასვლის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 25 წუთზე მეტი გაატარა, დააგროვა 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. თორნიკემ 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი მხოლოდ ერთი მცდელობა ჰქონდადა, თუმცა ზუსტი.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა (ძირითადი დრო 88:88 დასრულდა) – ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესო დუბაის კიდევ ერთი ახალწვეული, ფრანგი ელი ოკობო იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.
ევროლიგის სუპერთასი არის ევროლიგის მიერ ორგანიზებული ახალი, ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი, რომელიც ევროლიგის ახალი სეზონის ოფიციალურ გახსნით ღონისძიებას წარმოადგენს.
ტურნირის სადებიუტო გათამაშება აბუ დაბიში ტარდება, ოთხთა ფინალის ფორმატით – ოლიმპიაკოსი (ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი), რეალი (ვიცე-ჩემპიონი), ფენერბაჰჩე (წინა წლის ჩემპიონი), დუბაი (მასპინძელი).

მეორე ნახევარფინალში ოლიმპიაკოსმა ფენერბაჰჩე 92:90 დაამარცხა და რეალს შეხვდება.










