Centered Image

სიმეონე კიდევ ერთი არგენტინელით გაძლიერდა

მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი სასურველ ბუდეში მოკალათდა.

ატლეტიკო მადრიდმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულა და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მცველი გადაიბირა.

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დასტურდება, რომ კრისტიან “კუტი” რომეროსთან 2031 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაფორმდა. ის მადრიდელთა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მეოთხე ახალწვეული გახდა – კაცი, რომელიც დიეგო სიმეონესთვის დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა.

სატრანსფერო თანხა, დაახლოებით, 40 მილიონ ევროს შეადგენს: 33 მილიონს ატლეტიკო წინასწარ გადაიხდის, დანარჩენი 7 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

რომეროს გარშემო ვითარებას ბარსელონა და არსენალიც აკვირდებოდნენ, თუმცა არგენტინელმა პირადად შეაჩერა არჩევანი ატლეტიკოზე, რადგამაც იქ არგენტინელებისთვის იქ საუკეთესო გარემოა, სიმეონე კი როგორც რომერომ აღნიშნა, მისი ერთ-ერთი კერპი იყო.

კარგი წყვილია – რომერო ატლეტიკოს მოუხდება!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading