პირველი ჩოგანი, სეზონის უკანასკნელი სლემის გარეშე რჩება.
ამის შესახებ იანიკმა თავად ისაუბრა:
“სამედიცინო შტაბთან და გუნდის წევრებთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ამერიკის ღია პირევლობაზე გამოსვლა მომეხერხებინა. სამწუხაროდ, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, მძიმე გადაწყვეტილების მიღება მომიწია – US Open-ზე ვერ ვიასპარეზებ.
რა თქმა ეს ძალიან სევდიანი მომენტია, რადგან ნიუ იორკს, ჩემს გულში, განსაკუთრებული ადგილი უკავია. იმედია მომავალ წელს, ამ საოცარი გულშემატკივრების და განუმეორებელი ატმოსფეროს ფონზე გამოსვლაში ხელს არაფერი შემიშლის. მოუთმენლად ველი ამ მომენტს.” განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ სინერმა, მუხლის დაზიანება “უიმბლდონის” პირველ წრეში, კეჩმანოვიჩთან დაპირისპირებისას წაქცევის დროს მიიღო. მიუხედავად მატჩის და შემდგომ ტურნირის მოგებისა, იანიკს, გაღრმავებული კვლევის დროს ტრავმა დაუდგინდა და “უიბლდონის” შემდეგ, კორტზე იტალიელი აღარც გამოსულა.
სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კორტებს US Open-ზე დაუბრუნდება კარლოს ალკარასი.











