“ქალაქელები”, “არისტოკრატთა” რიგებში არეულობით სარგებლობას აპირებენ.
The Athletic-ის ინფომრაციით, მანჩესტერული გუნდი, პორტუგალიელი ვარსკვლავის წასვლის შემდეგ, მისი შემცვლელის როლში ნომერ პირველ კანდიდატურად ენცო ფერნანდესს განიხილავს. გუნდში შიშობენ, რომ ჯერ დე ბრუინეს, შემდეგ კი ბერნარდუს წასვლის შემდეგ, ნახევარდაცვაში კრეატივი მკვეთრად მოიკლებს, ამიტომაც მზად არიან ამ პოზიციის გასაძლიერებლად შესამჩნევი თანხა დახარჯონ.
გამოცემის ინფორმაციით, “ჩელსიში” მომხდარი ბოლოდროინდელი არეულობის ფონზე, გუნდის ლიდერებს სხვადასხვა გრანდის წარმომადგენლები შეეხმიანენ და საერთოდაც, სწორედ ეს მომენტი უნდა ჩაითვალოს ლონდონელთა საუკეთესო მოთამაშეების გადმოსაბირებლად საუკეთესოდ.
ამავდროულად, გუნდში ხვდებიან, რომ ენცოს ოცნება “რეალში” თამაშია და პოტენციური ტრანსფერის მთავარ დაბრკოლებად სწორედ ეს მიაჩნიათ, ამიტომაც მანჩესტერელები ალტერნატიულ ვარიანტებსაც ეძებენ.
ასეთ ოპციებად “ნოტინგემ ფორესტის” ელიოტ ანდერსონი და “სპორტინგის” მორტენ ჰიუმლანდი სახელდებიან.











