Centered Image

სკანდალურ ფინალში ილიას ვერცხლი არგუნეს

მტკივნეულია, როცა ილეთებს შენ აკეთებ, ქულებიც შენია, ოქროს მედალი კი მეტოქეს რჩება.

პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოში -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მამაკაცთა ფინალში, ქართველი ილია სულამანიძე და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რეიტინგის 1-ელი და მე-2 ნომრები – ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.

მთელი 4 წუთის განმავლობაში, ტატამზე თუ ვინმე დომინირებდა, ეს ილია იყო. მსოფლიო ჩემპიონი მეტოქე, ფაქტიურად გამოთიშული ჰყავდა და მისგან ვერანაირი საფრთხე ვერ მოდიოდა.

1 წუთიც არ იყო გასული, როცა ილიამ მეტოქეს მშვენიერი ილეთი შეუსრულა, რომელიც იპონს ძალიან ჰგავდა, მაგრამ მსაჯმა გადახედვის გარეშე ვაზარით ჩათვალა და ილია დაწინაურდა, კოცოევმა კი არასწორი მისვლისთვის პირველი შიდო მიიღო.

ამის შემდეგაც მიმდინარეობას ილია აკონტროლებდა, თუმცა სრულიად ლოგიკურად ელოდებოდა მეტოქის აქტიურობას, რადგანაც იგებდა. უსაფრთხო პირობებში ილეთის შესრულება, ისევ თვითონ სცადა, თუმცა ჭიდაობის დაწყებიდან 2 წუთის გასვლის შემდეგ მსაჯმა, შიდოთი რატომღაც ქართველი დააჯარიმა.

34 წამი რჩებოდა, როცა უკვე უმოქმედობისთვის, მსაჯმა კოცოევს მისცა მეორე შიდო, ეს პასიურობა კი უფრო მეტად ილიას იდეალური დაცვითა და კოცოევის მსაჯების იმედად ყოფნით იყო გამოწვეული. აზერბაიჯანელის სტრატეგიამ გაამართლა და 15 წამით ადრე ილიას მეორე შიდო მისცეს. აქედან 7 წამში კი კიდევ ერთი მცდელობა ილიასგან, დაცემა და მესამე შიდო! უბრალოდ აბსურდია! 8 წამის დისტანციაში 2 გაფრთხილება ოლიმპიადის ფინალში! სულამანიძის გაოგნებული და იმედგაცრუებული სახის ნახვა ძალიან მტკივნეული სანახავი იყო. ბევრმა ალბათ გაიფიქრა, რომ არბიტრი, ღირსი იქნებოდა ილიას დაეგდო იქვე იპონზე! ქართველმა ფალავანმა ტატამი ღრიალით დატოვა და სამწუხაროდ, ვერცხლის მედლის ამარა დარჩა.

მთკივნეული მარცხი იყო. შეხვედრიდან, სადაც აზერბაიჯანელ კოცოევს, ფიზიკურად არაფერი გაუკეთებია, ოქროს მედალი წაიღო. საერთოდ არაფერი! ილია ყველაფერს აკონტროლებდა. უბრალოდ 2 შეცდომაში 3 შიდო მიიღო, ისიც უკანასკნელი ორი 8 წამის დისტანციაში!

მსგავს შიდოებზე, პრეტენზია იტალიის დელეგაციამ აქამდეც გამოთქვა და არც თუ უსაფუძვლოდ.

უსამართლობის ფსკერია!

ჩვენთვის ილია ჩემპიონია!

წარმატებები ილია სულამანიძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading