20 ივნისს, ,,ევრო 2024″-ის ეგიდით გამართულ დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს C ჯგუფის აუტსაიდერები – სერბეთი და სლოვენია დაუპირისპირდნენ. ფურცელზე სერბები ფავორიტად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფრე ძლივს დაიმსახურეს.
სანახაობრივად კარგი შეხვედრა გამოვიდა. სერბები საკმაოდ ბევრს და სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ სლოვენიელებსაც არ ეძინათ, ერთხელ ძელსაც გაარტყეს.

ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა. სლოვენიელთა მარჯვენა მცველმა, ზან კარნიჩნიკმა ბურთი მეტოქეს თავის ნახევარზე წაართვა, იარა და გუნდის ათიანს გაატანა მეორე ფლანგზე, ამის შემდეგ მარჯვენა კუთხეც თვითონ ჩაკეტა და ელსნიკისგან წამოსულ, მართლაც ,,ათიანურ” პასს, ფეხი სწორად დაახვედრა.
სერბებმა ამის შემდეგ ზეწოლა გაზარდეს, ხან ობლაკი, ხანაც ძელი, ერთხელ კარნიჩნიკა მიტროვიჩს ზედ ფეხთან დაუფარა და გოლი ააცალა. თითქოს იღბალი არ იყო სერბების მხარეს, მაგრამ მწვრთნელმა საჭირო კაცი შემოუშვა. მატჩის უკანასკნელ, 95-ე წუთზე სერბებმა კუთხური მოაწოდეს, საჰაერო დუელი კი ,,მილანის” ლუკა იოვიჩმა მოიგო და საკუთარი ნაკრები მარცხისგან იხსნა. იოვიჩს საკლუბო დონეზეც, ამ სეზონში მატჩის დამატებულ წუთებზე გოლები გაჰქონდა და იღბალმა არც ამჯერად დააღალატა.
შემადგენლობას თუ შევხედავთ, თითქოს სერბეთი უკეთ უნდა თამაშობდეს, მაგრამ ფაქტია, რაღაც აკლიათ. C ჯგუფის ბოლო ტური ძალიან საინტერესო იქნება











