Centered Image

ისტორიული ქამბექი და მესის მორიგი შოუ

ტიტულის დათმობასთან სულ ახლოს.

ატლანტაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს სტადიონზე, მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიმართა.

Mercedes-Benz Stadium-ზე შეკრებილმა გულშემატკივარმა იხილა ეგვიპტელების გამართული ფეხბურთი, არგენტინის უსუსურობა 79 წუთის განმავლობაში და ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ქამბექი.

სკალონის გუნდი, მიმდინარე ჩემპიონატზე მდევრის როლში პირველად მატჩის მეთხუთმეტე წუთზე, იბრაჰიმის გოლით აღმოჩნდა.

სულ მალე, სრულ შოკში მყოფმა არგენტინამ პოტენციურად მშველელი თერთმეტმეტრიანი მიიღო, რომელიც ანტირეკორდის საფუძველი გამოდგა – მესი, გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი მუნდიალის ფარგლებში ორი პენალტი გააფუჭა. გმირი ამჯერად ეგვიპტელთა კიპერი შობეირი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ ლეოს, მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თერთმეტმეტრიანთა მხოლოდ 50% აქვს გამოყენებული (რვიდან ოთხი).

არგენტინა, 0:2-თან ახლოს 58-ე წუთზე აღმოჩნდა, თუმცა ზიკოს გოლის წინ, ეგვიპტელებმა თამაშის წესები დაარღვიეს.

საბოლოოდ, სკალონის გუნდი ორბურთიან დეფიციტს მაინც ვერ გადაურჩა – ზიკომ, თავისი გოლი მიანც გაიტანა, ამჯერად ჰასანის ასისტით.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ალბისელესტეს ისევ მესიმ უშველა – ლეოს ასისტით, მინიმუმამდე ჩამორჩენა რომერომ დაიყვანა.

ფერზე მოსულმა მოქმედმა ჩემპიონმა, ეგვიპტის კარებზე შტურმი მოაწყო, რაც საბოლოოდ ჯერ მესის გამთანაბრებელი, შემდეგ კი ფერნანდესის გადამწყვეტი გოლებით დასრულდა. შედეგად კი ისტორიული ქამბექი და 3:2, ლეოს და მისი თანაგუნდელების სასარგებლოდ.

გარდა იმისა, რომ მესი, 21 გატანილი გოლით, მუნდიალების ისტორიაში ბომბარდირობის წოდებას ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს, ის საუკეთესო ასისტებითაც გახდა. რომეროზე გაკეთებული შედეგიანი გადაცემა მესის სამუნდიალე კარიერაში მეცხრე აღმოჩნდა. აქამდე, ლეო, რეკორდს მარადონასთან რვა ასისტით იყოფდა.

39 წლის ფეხბურთელისთვის ეს ჯამში 919-ე, ხოლო ნაკრების მაისურით 125-ე გოლი იყო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ლეო იქნა აღიარებული.

მეოთხედფინალურ სტადიამდე, არგენტინა, მსოფლიოს ბოლო ექვსი პირველობიდან მეხუთეჯერ გავიდა. ნახეავრფინალის საგზურისთვის, “ალბისელესტე”, შვეიცარიის და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულთან იბრძოლებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading