Centered Image

სუძუკის “პსჟ-ში” ტრანსფერი ჩაიშალა

აგენტებმა ზედმეტი მოითხოვეს.

ინსაიდერ ფაბრის ჰოკინსის ინფრომაციით, ყველა მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, ხოლო იაპონელ მეკარეს, შაბათს, პარიზში სამედიცინო შემოწმება ელოდა.

თუმცა ბოლო მომენტში, ზაიონ სუძუკის აგენტებმა იმაზე მეტი საკომისიო მოითხოვეს, ვიდრე ეს წინასწარ იყო მოსალოდნელი, “პსჟ-მ” კი ეს ქმედება უპატივცემულობად, ხოლო აგენტების საკომისიო თანხა გადაჭარბებულად ჩათვალა და მოლაპარაკებებიდან გამოვიდა.

აღსანშნავია, რომ 33 მილიონ ევროს, რომელსაც “პარმა” კიპერში ითხოვდა, “იუვენტუსი” და “პსჟ” იხდიდნენ, ეს უკანასკნელი კი აზიელმა მეკარემ თავად აირჩია, თუმცა პარიზული გუნდის რბოლიდან გამოვარდნის შემდეგ, სუზუკიზე მთავარი პრეტენდენტი “ბებერი ქალბატონი” რჩება. ამ მომენტისთვის უცნობია, მზადაა თუ არა ტურინული გუნდი სუძუკის აგენტებს მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს.

ინსაიდერის ცნობით, თავად ზაიონ სუძუკი, მომხდარის გამო ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებულია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading