ბელგიის საფეხბურთო ფედერაცია შოკშია.
ამერიკელთა ფორვარდის, ბალოგუნის უხეში ფოლი მუჰარემოვიჩის წინააღმდეგ მეთექვსმეტედფინალურ დაპირისპირებაში წითელი ბარათით დაისაჯა, რასაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოჰყოლოდა, თუმცა თეთრი სახლის ჩარევის შედეგად, სიტუაცია შეიცვალა.
ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ფიფაში შევიდა ზარი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციისგან, რის შემდეგაც მთავარმა საფეხურთო ორგანომ, ბალოგუნის დისკვალიფიკაციის შეჩერება გადაწყვიტა. ფიფა ეყრდნობა სადისციპლინო კოდქესის 27-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციას აქვს უფლება დროებით შეაჩაროს სასჯელის გამოტანის პროცესი საჭიროების შემთხვევაში. სანაცვლოდ, დანაშაულის ჩამდენ ფეხბურთელს, მიეცემა გამოსაცდელი ვადა ერთი წლის პერიოდით, რომლის დროსაც მსგავსი დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, ფეხბურთელს უკვე აღარ ასცდება დისკვალიფიკაცია.
The Athletic-ის ინფრომაციით, მსგავსი შემთხვევა ასეთ დონეზე სრულიად უპრეცედენტოა. მადლობა მოახსენა ინფანტინოს მომხდარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა:
“მადლობა ფიფას სწორად მოქცევის და უსამართლობის აღმოფხვრის გამო.” ნათქვამია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.
გააპროტესტა ეს ქმედება ბელგიის საფეხბურთო ფედერაციამ:
“მომხდარით შოკირებულნი ვართ.
სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლის გამოყენება სრულიად უადგილო იყო. 66.4 მუხლში უაპელაციოდ არის ნათქვამი, რომ პირდაპირი წითელი ბარათი, იმ შემთხვევაში, თუ შემდგომ გაუქმებას არ ექვემდებარება, ავტომატურად ნიშნავს მომავალი მატჩის გამოტოვებას. ფიფამ თავისივე წესი დაარღვია.
ვითხოვთ გადაწყვეტილების გადახედვას და არსებულ წესებზე დაყრდნობას.” ნათქვამია ბელგიის სამეფო საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.











