Centered Image

უარი მუნდიალის გაფართოებაზე

წინასაარჩევნო დაპირება თუ რეალობა?

ჯანი ინფანტინომ, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება საინტერესო პირობით განაგრძო.

“თაიმზის” ინფორმაციით, შვეიცარიელი ფუნქციონერი, აღმასრულებელი კომისიის წევრებს შეპირდა, რომ როგორც მუნდიალი, ისე საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, მინიმუმ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, არ გაფართოვდება.

არადა, ცნობილ სკანდალამდე, სწორედ ინფანტინო იყო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპინაონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის იდეის მთავარი აპოლოგეტი. მის დროსვე მოხდა მუნდიალის 48 გუნდამდე შევსება და 64 ნაკრებიანი ვერსიაც, სწორედ ჯანის ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, ინფანტინო ასევე განიხილავდა საკლუბო ჩემპიონატის 32-დან 48 გუნდამდე გაზრდას.

გამოცემის აზრით, იმის გამო, რომ ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტის პოზიციები ისედაც შორსაა მყარისგან, ამ ეტაპისთვის, მას დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან მუდნიალის მონაწილეთა გაზრდის იდეა, დიდი პოპულაურლობით ვერც მასებში სარგებლობს და ვერც აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს შორისაა მაინცდამაინც მისაღები.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, რაბატში გაიმართება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი