Centered Image

უარი “რეალს” და დიდ ფეხბურთში დაბრუნების გეგმები

კლოპმა პერესს უარი შეუთვალა.

As-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესა და გერმანელ სპეციალისტს შორის ხანმოკლე გამოდგა. კლოპი არ აპირებს იმ გუნდში მისვლას, სადაც მას სრული ძალაუფლება არ ექნება, ხოლო მოთამაშეები თავად წყვეტენ მწვრთნელების ბედს.

საერთოდაც, გამოცემა აღნიშნავს, რომ კლოპის გეგმებში შედის დიდ თამაშში დაბრუნება, ოღონდ არა საკლუბო ფეხბურთში. As-ის ინფრომაციით, 58 წლის სპეციალისტი ელის გერმანიის ნაკრებში ადგილის გათავისუფლებას და დიდი ალბათობით, ამ შემთხევაში ის მთავარი მწვრთნელის როლში დასაბრუნებლად მზად იქნება. თავის მხრივ “ბუნდესტიმის” მოქმედი დამრიგებელი, ნაგელსმანი, სულ მალე შესაძლოა საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს. მის კანდიატურას, ბრიტანული მედია “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ჩელსის” და “ნიუკასლს” უკავშირებს.

“რედ ბულის” სპორტულ კონსულტანტად, კლოპს, კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი მოუწევს მუშაობა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading