Centered Image

უბერებელი ლუკა მოდრიჩი

ლეგენდის ნაკრებში დაბრუნებას მთელი გუნდი და ქვეყანა ზეიმობს.

უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ 40 წლის ლუკა მოდრიჩი, რომელიც რამდენიმე დღეში 41 წლის გახდება ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს კვლავ დაეხმარება. ლეგენდარული ნახევარმცველი თავისი ქვეყნის შემადგენლობაში მომდევნო ერთა ლიგის მატჩებისთვის ითამაშებს. ეს ამბავი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა და ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიან კუსტიჩმაც დაადასტურეს.

რა თქმა უნდა, ლუკას ეს გადაწყვეტილება ძალიან მახარებს, ყველამ ვიცით, რას მოუტანს ის ხორვატიას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. 14 წლის შემდეგ მოუთმენლად ველი მასთან კვლავ მუშაობას და ორივეს გვაქვს ძლიერი ამბიცია, რომ ხორვატია შევინარჩუნოთ როგორც საუკეთესო, წარმატებული გუნდი, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ერთად” – განაცხადა ხორვატული ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა.

ლუკა მოდრიჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 202 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ფენომენალური შედეგი და ამ ნაკრების აბსოლუტური რეკორდია.

ხორვატიას ერთა ლიგაზე მომდევნო მატჩები ჩასატარებელი აქვს 26 სექტემბერს ჩეხეთთან, ხოლო 29-ში ესპანეთთან. 3 ოქტომბერს ასევე ისინი ჯერ საკუთარ არენაზე ინგლისს დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი 6-ში ესპანეთს მიიღებენ.

წარმატებები ლუკა მოდრიჩს – ხორვატი მაესტრო ფეხბურთს ალამაზებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading