Centered Image

პირველი შედეგიანი ქმედება და მორიგი დაკარგული ქულები

კვარამ ასისტი მიითვალა, “პსჟ” კი სეზონს მძიმედ იწყებს.

ქამბექების შედეგად მოპოვებული ფრეების შემდეგ, პარიზულ გუნდს ასპროცენტიანი შედეგის მქონე მეტოქესთან მხოლოდ მოგება უნდოდა. ყველაფერი კი პირიქით გამოვიდა – საშინაო მარცხი 1:2 და მონაკოს სამ მატჩში სამი მოგება.

მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. კვარას, გატანის შანსი მალევე ჰქონდა, თუმცა მეკარესთან დუელი დათმო. სამაგიეროდ, სულ ცოტა ხანში, ქართველის ჩაწოდებით მარკინიოსმა ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა. ხვიჩასთვის, ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში, ეს ასისტი პირველი შედეგიანი ქმედებაა.

თუ აქამდე, პარიზელები მძიმედ იწყებდნენ, გოლებს უშვებდნენ და შემდეგ გმირულად მოიპოვებდნენ ქულებს, მონაკოსთან დაპირისპირებაში ყველაფერი პირიქით მოხდა.

მატჩის მეორე ნახევარში, 13 წუთის ინტერვალში, ნაზინიოს და იდუმბოს გოლებით სტუმრები წინ გავიდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს, ხოლო “პსჟ”, საფრანგეთის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ, ორი ქულის ამარა, მოგების გარეშე რჩება.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი 68-ე წუთზე გოტსმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე გამოცემამ სწორედ ხვიჩას დაუწერა ყველაზე მაღალი შეფასება, ხოლო ლიგა ერთმა, მატჩის MVP-დ სწორედ კვარა აღიარა.

ჯამში, ენრიკეს გუნდს უკვე ზედიზედ ოთხი მოუგებელი მატჩი დაუგროვდა. ლიგა ერთში წარუმატებლობის გარდა, “პსჟ-მ” საფრანგეთის სუპერთასზე “ლანსთან” იწვნია მარცხი.

პარიზელებს, შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ელით. ზედიზედ მესამე ტიტულისთვის ბრძოლას, “პსჟ” სლოვანთან საშინაო მატჩით, 9 სექტემბერს დაიწყებს, ხოლო ლიგა ერთში, 13 სექტემბერს, გუნდი ბრესტს ესტუმრება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading