ფეხბურთის ორი მთავარი მმართველი ორგანიზაციის კონფლიქტი კულმინაციას აღწევს.
The Times-ის ცნობით, უეფაში შემავალი 55-ვე ფედერაცია, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტს იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ინფანტინო, მუნდიალის წილის გაყიდვის იდეას სისრულეში მოიყვანს.
უეფას გარდა, ფიფას გეგმებით შეშფოთება აზიური საფეხბურთო ფედერაციის მმართველმა, შეიჰ სალმანმაც გამოხატა, რომელმაც სავარაუდო პროტესტის შესახებ წერილი 47-ვე ფედერაციის მმართველს გაუგზავნა, პასუხი კი უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, საუბარი ისევ მუნდიალის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის იდეას ეხება, რომელიც ჯანი ინფანტინომ წამოჭრა. Sky Sports New-ის ინფორმაციით, ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ ფიფამ, ამ ინვესტორებისგან, რომელთა სათავეში ტრამპის სიძის ძმაა, პროექტის მხარდასაჭერად, წინასწარი სახით უკვე მიიღო 4.2 მილიარდი დოლარი.
საინტერესოა, რომ ფიფაში შემავალი 211 ქვეყნის ფედერაციას ასევე გაეგზავნა წერილი, სადაც მკაფიოდაა გაცხადებული, რომ მათ, პასუხის მოსაფიქრებლად, დრო 19 სექტემბრამდე მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თითოეული იმ ფედერაციიდან, რომელიც უარს იტყვის, დარჩება 12 წლის განმავლობაში მათზე გათვალისწინებული 86 მილიონი დოლარის გარეშე. ინფანტინო, Sky Sports New-ის აზრით, ამით მცირე ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას სცდილობს, პროექტის გასაოფიციალურებლად კი ხმების უმრავლესობა იქნება საკმარისი.
სიტუაციასთან დაკაშირებით დუმილს ინარჩუნებს აფრიკის საფრეხბურთო ფედერაცია, ასევე კონკაკაფი და კონმებოლი.











