ქართველი ტალანტი პრემიერ ლიგის ჩემპიონს უერთდება.
ფაბრიციო რომანოს ლეგენდარულმა “Here we go-მ”, უკვე ბართიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებითაც გაიჟღერა.
“იბერია 1999-ის” შემტევი, ლონდონში სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, თუმცა გუნდის ოფიციალური წევრი მხოლოდ 2027 წლიდან გახდება, როდესაც ანდრიას 18 წელი შეუსრულდება.
ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ბოლო სეზონებში ჯერ “დინამოს”, შემდეგ “კოლხეთი 1913-ს”, ბოლო პერიოდში კი “იბერია 1999-ს” წარმოადგენდა. ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში, 17 წლის მოთამაშის აქტივში 2 გოლი და 3 ასისტია.
ტრანსფერის ფასმა 4.5 მილიონი ევრო შეადგენა. ფეხბურთელზე უფლება “კოლხეთი 1913-ს” ეკუთვნოდა.
ბართიშვილი, “არსენალთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელის ხელფასი ჯერ-ჯერობით არ სახელდება.











