ფერანი პარიზში გადადის.
“ბარსელონასთან” დაკავშირებული პირველი სატრანსფერო საგა დასრულებულია. რომანოს ინფორომაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი კონტრაქტს ხელი მოეწერება.
ენრიკეს გუნდი, ფორვარდში 50 მილიონ ევროს გადაიხდის. წინასწარი მოლოდინით, ტორესის როლი იმის მსგავსი იქნება, რაც აქამდე, რამუშს ჰქონდა, რომელიც კარიერას “მილანში” განაგრძობს.
აქამდე, ესპანური მედია ამტკიცებდა, რომ ფერანს წასვლა სულაც არ სურდა, თუმცა “ბარსას” მხრიდან მისი გაყიდვის გამუდმებული მცდელობების ფონზე, თავდამსხმელს, კატალუნიელებზე გული აუცრუვდა და ტრანსფერს დათანხდმა.
შეგახსენებთ, ტორესამდე, “ბარსელონა”, ლევანდოვსკიმაც დატოვა, კლუბი კი ახალი ფორვარდის ძიებაშია. ვარიანტებს შორის ორი არგენტინელი თავდამსხმელი – ალვარესი და ლაუტარო ფიგურირებენ.
რაც შეეხება “ბარსასთან” დაკავშირებულ მეორე სატრანსფერო საგას, როდრის საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება.










