ნაცნობი სახის დაბრუნება “ლა სელესტეში”, ამჯერად, განსხვავებული ამპლუით.
“მარკას” ინფორმაციით, 2027 წლის მარტამდე, ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო ფორლანი გახდება. ადგილობრივი ლეგენდა, მარსელო ბიელსას ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ დატოვა.
მოთამაშის როლში, ფორლანმა ნაკრების მაისურით 112 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 36 გოლი გაიტანა, ყველაზე წარმატებული კი დიეგოსთვის 2010 წლის მუდნიალი გამოდგა, სადაც ურუგვაის ნაკრებმა ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, თავად ფორვარდმა კი ტურნირის MVP-ს პრიზი მიიღო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფორლანმა საჩოგბურთო წამოიწყო, თუმცა ძირითადად სამოყვარულო ტურნირებით შემოიფარგლა, ხოლო მონტევიდეოს ჩელენჯერზე ველური ბარათი წყვილთა თანრიგში ასპარეზობისთვის მიიღო, სადაც პირველსავე წრეში დამარცხდა.
მწვრთნელად, 47 წლის სპეციალისტმა “პენიაროლსა” და “ატენასში” იმუშავა. ასევე, ფორლანი, უდგას სათავეში ურუგვაელთა 20-მდელთა გუნდს. გამოცემის ინფორმაციით, ექს-ფორვარდმა, ეროვნული ნაკრების თავკაცობაზე თანხმობა მხოლოდ იმ პირობით განაცხადა, თუ მას ახალგაზრდულ გუნდშიც დატოვებდნენ, რაც მოხდა კიდეც. ამავდროულად, ურუგვაის საფეხბურთო ფედერაცია, ფორლანის გამოუცდელობას სიფრთხილით ეკიდება და კონტრაქტიც, ასეთი ხანმოკლე სწორედ ამიტომ არის.











