Centered Image

ფინელმა ტალანტმა, ევროლიგას, NBA ამჯობინა

ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, ტუომას იისალო, კარიერას „მემფისში“, ტეილორ ჯენკინსის ასისტენდად გააგრძელებს.

ფინელის „პარიზმა,“ გასულ სეზონში ევროთასის მოგებით, ევროლიგის საგზური გაინაღდა. გუნდს დიდი ამბიციებიც ჰქონდა, თუმცა იისალომ ფრანგებსაც და ევროლიგის სხვა გუნდებსაც, რომლებიც მისით იყვნენ დაინტერესებულები, უარი განუცხადა.

ამერიკულ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადასდგმელად, ნიჭიერ ფინელ სპეციალისტს, ორი ვარიანტი – „ვაშინგტონი“ და „მემფისი“ ჰქონდა. თუმცა დედაქალაქელთა შორის წლების განმავლობაში არეული სამწვრთნელო (და არა მხოლოდ) ვითარების ფონზე, არჩევანი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული თავკაცის – ჯენკინსის ასისტენტობაზე გაკეთდა.

იისალოს გუნდები, ბოლო წლებში, ერთდროულად საოცრად სანახაობრივიც და წარმატებულებიც იყვნენ. მან ჯენ ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მოუტანა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე შორეული გასვლა, შემდეგ ბონში იმუშავა ისე, რომ გერმანულ გუნდს რიგი პირადი რეკორდების დაამყარებინა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგება და გერმანიის ჩემპიონატის ფინალი, გზაზე კი ბევრად მდიდარი „ბაიერნის“ გამოგდებითაც დაგვამახსოვრა თავი.

პარიზის მწრვთნელობისას, დედაქალაქური გუნდი, პირველად გაიყვანა შიდა ჩემპიონატის ფინალში, ევროთასზე კი ტურნირის ისტორიაში ყველაზე დომინანტური გამარჯვებაც მოიპოვა, გზაზე ერთადერთი მარცხით რეგულარულში.

ასევე, 41 წლის სპეციალისტი, გახდა პირველი არაბალკანელი მწვრთნელი, რომელიც ლეგენდარული და აწ გარდაცვლილი დუშკო ივკოვიჩის მწვრთნელთა აკადემიაში ლექციის წასაკითხად მოიწვიეს. ლექცია, რა თქმა უნდა, „პიკ ენ როლ“ შეტევების და ტრანზიტული სწრაფი სროლების შესახებ იყო.

„გარდა იმისა, რომ მემფისში იისალო მთავარი ასისტენტის როლს 3 წლით მოირგებს, მას ასევე ექნება „გრიზლების“ ზაფხულის ლიგის გუნდის გაწვრთნის პატივიც.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading