ტაილანდში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს საფრენბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის.
ჯგუფური ეტაპის დაძლევა ფაქტობრივად ყველა ფავორიტმა მოახერხა. შედეგად, საინტერესო მერვედფინალური წყვილებიც მივიღეთ:
- ნიდერლანდები – სერბეთი
- იაპონია – ტაილანდი
- იტალია – გერმანია
- პოლონეთი – ბელგია
- ჩინეთი – საფრანგეთი
- ბრაზილია – დომინიკის რესპუბლიკა
- ამერიკის შეერთებული შტატები – კანადა
- სლოვენია – თურქეთი
აღსანიშნავია, რომ პრობლემები აქვს მოქმედ ჩემპიონს, სერბეთს. გუნდს ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი გამოაკლდა. მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო მოთამაშემ, ტიანა ბოშკოვიჩმა, სერიოზული დაზიანება კამერუნთან მარტივად მოგებულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ის გამოტოვებს მერვედფინალურ დაპირისპირებას ნიდერლანდების წინააღმდეგ. სერბებისთვის ცუდი ასევე ისაა, რომ თავად მათ მოუწევთ საპლეიოფო სტადიის გახსნა, რის გამოც, მათ ვარკსვლავს აღდგენისთვის ნაკლები დრო დარჩება. Worldofvolley-ის ინფორმაციით, გუნდში იმედოვნებენ, რომ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ბოსკოვიჩი, შეზღუდული დროით მაინც მოახერხებს თანაგუნდელების დახმარებას.
შეჯიბრების მთავარი ფავორიტი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და ცოტა ხნის წინ დასრულებული VNL-ის გამარჯვებული იტალიაა, რომელიც 35 მატჩიან მოგებათა სერიაზეა. ჯულიო ველასკოს გუნდი, მერვედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება.
საინტერესო უნდა იყოს მასპინძელი ტაილანდისა და იაპონიის, ჩინეთის და საფრანგეთის, ასევე ბრაზილიისა და დომინიკის რესპუბლიკის დაპირისპირებებიც.











