Centered Image

“ფურია როხას” დომინაცია და დამარცხებული მესი.

ესპანეთი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია!!!

ნიუ ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე 2026 წლის მუნდიალის კულმანაცია შედგა – ტიტული ესპანეთის და არგენტინის ნაკრებებმა გაითამაშეს.

“ალბისელესტე” მეოთხე ვარსკვლავისთვის და ტიტულის დაცვისთვის, “ფურია როხა” კი 2010 წლის შემდეგ მეორე ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

მატჩი, სკალონის გუნდისთვის უმძიმესად დაიწყო და ბოლომდე ასეთად დარჩა. დე ლა ფუენტეს ბიჭებმა, მეტოქე დაჯაბნეს ყველა ძირითად სტატისტიკურ კომპონენტში. xG-ს მიხედვით, არგენტინელების მაჩვენებელმა 120 წუთში 0.17 შეადგინა ევროპელების 1.94-ის საპირწონედ. კარის მიმართულებით დარტყმების ანგარიში 20:2, ხოლო კარში 12:0 იყო ისევ და ისევ ევროპის მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ.

შეხვედრის პირველმა ნახევარმა მძიმე ბრძოლაში, ფაქტობრივად უმომენტოდ ჩაიარა. მეორე ტაიმში დე ლა ფუენტეს გუნდმა მეტოქეზე წნეხი გაზარდა, არგენტინა კი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა.

მატჩის ძირითად დროში, ევროპელებმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნეს, თუმცა ძირითადი დრო, ასპროცენტიანი საგოლე შანსის გარეშე დასრულდა.

სამაგიეროდ, მესამე დამატებულ წუთზე, მეორე ყვითლის გამო მოედანი ენცო ფერნანდესს დაატოვებინეს.

პირველ ექსტრატაიმში, ათკაციანი არგენტინის წინააღმდეგ ესპანელებმა უკვე რეალური შანსებიც შეიქმნეს. ჯერ ნიკო უილიამსს, გატანილი გოლი მერინოს ოტამენდიზე ფოლის გამო გაუუქმეს, ხოლო რამდენიმე წუთში, თავად მერინოს, თავისსავე გმირულ სტილში შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა “არსენალის” უნივერსალს ოდნავ არ გაუმართლა.

სამაგიეროდ გაუმართლა ფერან ტორესს. მეორე ექსტრატაიმის სტარტზევე, უილიამსმა არცთუ ზუსტი ჩაწოდება მოედანში დააბრუნა, სადაც მარტოდ დარჩენილმა ფორვარდმა, ტუნრირის მომგები გოლი 107- წუთზე შეაგდო.

დარჩენილ დროში, სკალონის გუნდმა, რომელსაც მანამდე არათუ კარში, კარის მიმართულებით არ ჰქონდა დარტყმა შესრულებული, არგენტინელთა ამ თაობისთვის ჩვეული მენტალური სიძლიერე გამოავლინა და ორი სახიფათო მომენტიც შექმნა. პირველი მათგანის დროს, მესის მეკარის საჯარიმოში შეგდებულ ბურთზე ბრძოლაში ლაპორტმა მეტოქეს წამის მეასედებით დაასწრო და გუნდი იხსნა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, უმცროსმა სიმეონემ, საჯარიმოდან დარტყმის შანსი მიიღო, თუმცა ბურთი ზედმეტად მაღლა გაუშვა.

შედეგად 1:0 და ესპანეთი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

“ფურია როხამ”, თავისი ორივე ფინალი მოიგო. პირველად 2010 წელს, მეორე კი ამ მუნდიალზე, ხოლო არგენტინის ნაკრებისთვის, ეს მეოთხე მარცხი იყო მსოფლიოს პირველობების ფინალებში, რაც გერმანიის ანტირეკორდის გამეორებაა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა, ორივე ტიტული მოიგეს “ბარსელონას” ფეხბურთელების გადამწყვეტი გოლებით – 2010-ში თავი ინიესტამ გამოიჩინა, 2026-ში კი ფერან ტორესმა.

“ალბისელესტეს” მხრიდან ნული დარტყმა კარში 120 წუთის განმავლობაში და ამდენივე კარის მიმართულებით 90 წუთის განმავლობაში, მუნდიალების ფინალების ისტორიაში ანტირეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება მესის, რომლის სამუნდიალე კარიერა, დიდი ალბათობით ამით დასრულებულია, ლეომ, პირველად 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მატჩი საგოლე ქმედების გარეშე დაასრულა. ასევე მან დათმო ტუნრირის საუკეთესო მომბარდირისთვის ბრძოლა კილიან მბაპესთან.

ლეომ, სანაკრებო კარიერაში რვა დიდი ფინალი ითამაშა, რომლიდანაც ხუთი დათმო ( 2007, 2015 და 2016 წლების კოპა ამერიკა, ასევე 2014 და 2026 წლების მსოფლიოს ჩემპინატების ფინალები), ხოლო სამი მოიგო (2022 წლის მუნდიალი, 2021 და 2024 წლების კოპა ამერიკა).

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი გოლის ავტორი, ფერან ტორესი იქნა აღიარებული, ხოლო ტუნრირის MVP-ს წოდება როდრის ერგო.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading