ლეგენდარული კაპიტანი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხაროდ უკვე არაერთი წყარო ადასტურებს, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კაპიტანი და მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, გიორგი ნემსაძე 54 წლის გარდაიცვალა.
ნემსაძის კარიერა დინამო თბილისში, კლუბის ისტორიაშ ყველაზე რთულ პერიოდში დაიწყო და ძალიან მაგარი თაობის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ითვლებოდა, როგორც მოედნის ცენტრის გამორჩეული ფეხბურთელი როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი უნარებით. დინამოს გარდა მას რამდენიმე ქართულ კლუბში უთამაშია, ქვეყნის გარეთ კი შოტლანდიის, თურქეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატებში. სწორედ ის კაპიტნობდა დინამო თბილისს 2004 წელს, როცა ქართულმა კლუბმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გააღწია ვერო ტურნირის ძირითად ბადეში.

საქართველოს ნაკრებში გიორგი ნემსაძე ფაქტიურად მისი დაარსების დღიდან ასპარეზობდა და 69 მატჩის ჩატარება მოასწრო, აქედან 42-ჯერ კაპიტნის რანგში.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნემსას სული!
R.I.P. კაპიტანო.










