ნიკამ არგენტინელი მეტოქე დაჩაგრა.
ალმათის 250-იანის მეორე წრეში, ბასილაშვილი დიაზ აკოსტას დაუპირისპირდა და იოლად – 6:2 6:4 დაამარცხა.
სულ რაღაც ხუთი უნებლიეთი მეტის დაშვების ფონზე, ბასილაშვილმა, შეასრულა მოწინააღმდეგეზე 14 ვინრეზით მეტი, აჯობა არგენტინელს ეისებითაც 14:6 და გამოიყენა ოთხიდან ოთხივე ბრეიკპიოინტი.
მიუხედავად იმისა, რომ აკოსტას, ამ სეზონში ჰარდის საფარზე ერთადერთი მატჩი ჰქონდა მოგებული, ხოლო კარიერაში მხოლოდ ექვსი, ის, ქართველზე რეიტინგში 57 პოზიციით მაღლა დგას, ასე, რომ გამარჯვება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე, ყაზახეთის ღია პირველობაზე, ნიკოლოზმა კვალიფიაციის ორი წრე განვლო, შემდეგ კი ძირითადი ბადის პირველ რაუნდში, ამერიკის ღია პირველობის ექს-ჩემპიონი, მარინ ჩილიჩი გამოთიშა ასპარეზობას.
მეოთხედფინალში, ბასილაშვილი, ვეტერან მანარინოს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრები ფრანგის სასარგებლოდაა – 3:1.










