ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური დასასრული.
Sky Sports News-ის ინფრომაციით, “ნიუკასლი” და “არსენალი” ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თანხა კი 75 მილიონ ფუნტს (88 მლნ ევრო) შეადგენს. 28 წლის ნახევარმცველი, სამედიცინო შემწომებაზე ლონდონდში ამ დღეებში უნდა ჩავიდეს.
მიუხედავად “ნიუკასლის” ახალი გეზისა, “კაჭკაჭებს” ბოლო სეზონების საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურდათ, თუმცა ტრანსფერში, გადამწყვეტი როლი თავად ფეხბურთელის უფრო ამბიციურ პროექტში გადაბარგების სურვილმა ითამაშა.
ბრაზილიელს, 5-წლიან კონტრაქტში ორი სეზონი რჩებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ლიდერების გაშვების და მთავარი მწვრთნელის წასვლის შემდეგ, გუნდს გაშვება ოფიციალურად სთხოვა. ამის მიუხედავად, ბრუნო, საზაფხულო კემპზე გუნდს მაინც გაჰყვა.
მხოლოდ ამ ზაფხულს, გიმარაეში მესამე წამყვანი ფეხბურთელი იქნება, რომელიც “ნიუკასლს” დატოვებს სანდრო ტონალის და ენტონი გორდონის შემდეგ. ამ სამ ფეხბურთელში, “კაჭკაჭებმა” დაახლოებით 276 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.











