Centered Image

შეთანხმება მიღწეულია – გონსალო, რეალს, კომპრომისულ პირობებზე ტოვებს

არბელოამ თავისი მაინც გაიატანა.

ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულებულია – “ფულემმა” და “რეალმა”, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გონსალო გარსია ტორესის ტრანსფერი შეათანხმეს.

თანხა, რომელსაც ლონდონელები გადაიხდიან 35 მილიონ ფუნტს შეადგენს, ხოლო დამატებით 8 მილიონ ფუნტად, გუნდი ასევე 21 წლის სესარ პალასიოსს შეიძენს. რაც მნიშვნელოვანია, გონსალოს შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში, “რეალი”, ტრანსფერის 30%-ს მიიღებს, სწორედ ეს საკითხი შეადგენდა მთავარ დაბრკოლებას მოლაპარაკებებში.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, “რეალს” სურდა ფორვარდის ისე გასხვისება, რომ მომავალი ტრანსფერის არანკლებ 50% დაეტოვებინა, რაზეც ლონდონურმა კლუბმა უარი განაცხადა.

საბოლოოდ კი კომპორმისული ვარიანტი იქნა მიღწეული, რაშიც დამსახურება “ფულემის” ახალ დამრიგებელს, არვალო არბელოას ეკუთვნის, რომელიც იყო კიდეც მის ხელში “რეალში” დებიუტის მქონე ფორვარდის გადმოყვანის იდეის ავტორი.

ლა ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში, გონსალომ, 6 გოლის გატანა სწორედ არბელოას მწვრთნელობისას მოახერხა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading