შერმინატორმა, გუნდი, მარცხისგან ვერ იხსნა.
ევროთასზე დაბრუნებული “ტენერიფე”, მეორე რაუნდის შეხვედრაში ლონდონს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ლაიონზთან” 77:89-ით დამარცხდა.
კუნძულელთა რიგებში კი საუკეთესო სწორედ ქართველი ლეგიონერი იყო. შერმადინმა, განსხვავებით პირველი რაუნდის შეხვედრისგან, 19 წუთი მიიღო და ამ დროში, 18 ქულა ბურთის თამაშიდან აცილების გარეშე მოაგროვა – შვიდი ორქულიანიდან შვიდივე ზუსტი ტყორცნით, ასევე შვიდიდან ოთხი ჩაგდებული საჯარიმოთი.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ბრიტანელთა კანადელი ლეგიონერი კენედი გახდა, რომლის აქტივშიც 26 ქულა და 8 მოხსნა იყო.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იაკა ლაკოვიჩმა, გიო გაცილებით ნაცნობ გარემოში დააბრუნა და ძველ მეგობარს, მარსელინიოს შეუწყვილა. ბრაზილიელთან ერთად, წინა ტურში ნათამაშები ოთხი წუთიდან შერმადინს ერთი წამის გატარებაც არ მოუწია.
ევროთასის ორი რაუნდის შემდეგ, “ტენერიფეს” ანგარიშზე ერთი მოგება და ამდენივე მარცხია.










