შემდეგ ეტაპზე გამსვლელ მატჩში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლეგენდამ კლასი უხვად გამოავლინა.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის ტენერიფე თურქულ გალათასარაის დაუპირისპირდა. სერიაში ანგარიში 1:1 იყო, ნახევარფინალისტის ვინაობას კი ტენერიფეზე გასამართი მატჩი გადაწყვეტტა. ტჩუს ვიდორეტას გაწვრთნილმა გუნდმა გალათასარაის შანსი არ დაუტოვა და 99:59 გაანადგურა.

გიო შერმადინი მატჩის MVP იყო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე დაახლოებით 19 წუთი გაატარა და 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გიომ 10 მცდელობიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, თამაშიდან კი მხოლოდ 1 სროლა ააცილა და საბოლოო მაჩვენებლად +35 ვალიდობა ჰქონდა.

მასთან ერთად ძალიან კარგი იყო ხაიმე ფერნანდესი, რომელმაც გუნდს 19 ქულა შესძინა. ვეტერანი ხოან სასტრეს ანგარიშზე 14 ქულა იყო, 10-იც გუნდის მეორე ცენტრმა, ფრან გერამ მოაგროვა.
ნახევარფინალში გიოს და ტენერიფეს მეტოქე ლიეტუვური “რიტასი” იქნება, მეორე წყვილში კი ფინალისტის ვინაობას ასევე ესპანური უნიკახა და ათენის აეკი არკვევენ. ნახევარფინალური მატჩი ვილნიუსში გაიმართება, 7 მაისს, ჩვენი დროით 20 საათზე და გამარჯვებული ფინალში გავა.

გიორგი შერმადინი ძალიან მაღალი კლასია – ეს გამოავლინა კიდეც.
წარმატებები გიორგი შერმადინს!










