Centered Image

ჩელსის მორიგი რეკორდული ტრანსფერი

ბოელის კლუბში მოსვლის შემდეგ 100+ მილიონიანი ტრანსფერი უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ლონდონის ჩელსიმ ბირმინგემის ასტონ ვილასთან მორგან როჯერსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრიტანული მედიის ცნობით, არისტოკრატები 23 წლის ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 117 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, ხოლო თავად ფეხბურთელთან 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, დამატებით 1 წლით გახანგრძლივების უფლებით.

ამრიგად, მას შემდეგ, რაც როჯერსის ტრანსფერი ოფიციალურად შევა ძალაში, ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ იყო რეკორდული, პირველობას მაშინვე დაკარგავს. სწორედ როჯერსი გახდება ის ინგლისელი ფეხბურთელი, რომელშიც ყველაზე დიდი იქნება გადახდილი.

როგორც ჩანს, ასტონ ვილამ სწორ დროს დაიცადა და მას შემდეგ, რაც როჯერსმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საგოლე გადაცემა გააკეთა, მსურველს ფასი მაშინვე რამდენიმე ათეული მილიონით გაუზარდა და ჩელსის “გაზულუქებულმა” მფლობელმა უკან არც ამ შემთხვევაში დაიხია.

მორგან როჯერსი ასტონ ვილას ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 125 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading