Centered Image

ჩემპიონი სახლში გავუშვით – ილია ნახევარფინალშია

ილია სულამანიძე, რომელსაც ურთულესი ბადე შეხვდა, წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ილიას მეტოქე მოეთხედფინალში იაპონიის წარმომადგენელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, გამოცდილი აარონ ვოლფი იყო.

სულამანიძემ ისევ თავის სტილში, მშვიდად ჭიდაობა გააგრძელა და თავის შანსს დაელოდა. პირველი შიდო მეტოქემ მიიღო, ცოტათი შეშინდა, გააქტიურდა და მაშინვე პასუხად ილიასგან ვაზარის მომტანი გდება მიიღო. ქართველმა შეტევა კარგად გააგრძელა და სულ რაღაც 3 წამი დააკლდა, რომ მეტოქე შებოჭვით გამოეთიშა ასპარეზობიდან, მაგრამ იაპონელმა თავი დაიძვრინა.

ამის შემდეგ ერთი შიდო ილიამაც მიიღო და რამდენიმე კარგი მცდელობაც ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა და მეორე შიდოც მიაღებინა. ამან ვოლფი უფრო მეტად აიძულა, გააქტიურებულიყო, თუმცა ილია თავს ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად იცავდა და დრო ისე ამოწურა, რომ არც გაფრთხილება მიუღია და მეტოქესაც არაფრის შექმნის შანსი არ მისცა.

სულამანიძე ნახევარფინალშია! მისი მეტოქე შეიძლებოდა რომ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი, ნიკო შერაზადიშვილი ყოფილიყო, თუმცა ის მძიმე ბრძოლაში შვეიცარიელ დანიელ აიხთან დამარცხდა და ილიას მეტოქეც სწორედ ის იქნება.

წარმატებები ილია სულამანიძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading