Centered Image

ჩეხების ბანაკში დანაკლისია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მეტოქეს, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, მიხალ სადილეკი ტრავმის გამო გამოაკლდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ჩეხებმა ამხანაგური შეხვედრები გამართეს. 7 ივნისს, ივან ჰაშეკის მიერ გაწვრთნილი გუნდი მალტის ნაკრებს დაუპირისპირდა და 7-1 გაიმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში სადილეკი ძირითად შემადგენლობაში, მოედნის ცენტრში თამაშობდა და სრული შეხვედრა ჩაატარა, 64-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 10 ივნისს ჩეხები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ამჯერად 2-1 მოიგეს, სადილეკი კი მოედანზე არ გამოჩენილა.

როგორც გაირკვა, 9 ივნისს, სანაკრებო შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელი ველოსიპედით სეირნობის დროს დაშავდა და ფეხი დაიზიანა. სამწუხაროდ, ტრავმა სერიოზულია და ჩეხებს მისი სახით მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნებათ. აღნიშნული ფაქტი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

სადილეკი 2020(2021) წლის ევროპის ჩემპიონატს მწვრთნელის გადაწყვეტილებით გამოაკლდა. ის იმ 4 ფეხბურთელს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იყვნენ, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ. იღბალმა ჩეხი ნახევარმცველი ამჯერად ძალიან დააღალატა.

25 წლის მიხალ სადილეკი ბოლო 2 სეზონია, რაც ნიდერლანდური ტვენტეს ღირსებას იცავს. მან 2023-24 წლების სეზონში გუნდში 38 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სადილეკი ახალგაზრდულ ნაკრებებში რეგულარულად თამაშობდა, დიდ ნაკრებში დებიუტი კი 2021 წლის 4 ივნისს, იტალიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა და მას შემდეგ ძირითადის ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 24 მატჩი და 1 გატანილი გოლია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading